ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
კოვიდინფქცია 782 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ამ მონაცემებით, იმერეთი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით კვლავ მეორე ადგილზეა. რეგიონი გასული ორი კვირის განმავლობაში მესამე ადგილზე იყო, თბილისისა და აჭარის შემდეგ.

იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 4 403 ადამიანი. რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 2 470 პირი.
Print