ახალი ამბები
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
24 საათის  განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 340 დაფიქსირდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია:

"თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 461, იმერეთში - 340, ქვემო ქართლში - 181, შიდა ქართლში - 199, გურიაში - 68, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 369, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 78, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6", - განმარტავენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში.

იმერეთში, ვირუსის გამო, საკარანტინე სივრცეში იმერეთში - 4 305 ადამიანი იმყოფება.

რეგიონში ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print