ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში  ინფიცირების 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 57 753-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 24 საათში მათი რაოდენობა 2 799-ით გაიზარდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-ს შეადენს. 

კარანტინშია 2 964 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 324.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print