კორონავირუსი
ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში ცოლ-ქმრის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა
FaceBook
ქუთაისში 54 წლის ცოლ-ქმრის გარდაცვალების ფაქტს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის, რომ პაციენტს პირველი PCR ტესტით არ დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია, არ მეტყველებს იმაზე, რომ რაიმე ხარვეზი იყო ტესტირებაში.


"ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ წუთს ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ შეიძლება დავინფიცირდეთ და სწორედ აქედან გამომდინარე, პირველი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავი უნდა დავიცვათ და დისტანციის არ დაცვა გვაყენებს ყველაზე დიდ ზიანს. ჯანდაცვის სექტორი, რა თქმა უნდა, იღებს ყველა ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას და ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. თუმცა, ისეთი შემთხვევები, რომლებიც უკვე რთულდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ან გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე, ამ ყოველივეზე პასუხისმგებლობის აღება და პასუხის გაცემა, ექიმებს გაუჭირდებათ".

ტიკარაძის თქმით, ქვეყანა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სათანადოდ მართავს.

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფექციის  2 775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 526 არის იმერეთში. რაც შეეხება, გარდაცვალების შემთხვევას, 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8, აჭარაში - 6, იმერეთში - 7, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე  კოვიდინფექციით 423  ადამიანი გარდაიცვალა. 


Print