კორონავირუსი
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტომატოლოგებს შესაბამისი განათლება აქვთ და შეიძლება მიიღონ მონაწილეობა კორონავირუსის მართვის პროცესში.

"სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეუძლიათ გამოყენებული იყოს კორონავირუსის მართვაში ",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მედპერსონალის არასკამრისი რესურუსის გამო ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდთან ბრძოლაში მედიცინის კურსის სტუდენტებსაც მოხალისეობრივ ჩართულობისკენ მოუწოდა.

ბოლო 24 საათი საქართველოში კოვიდინფექციის 2 775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print