კორონავირუსი
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, გასული 24 საათის განმავლობაში 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ მონაცემებით, იმერეთი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა.

ვირუსის შემთხვევების რაოდენობით ლიდერობს თბილისი, შემდეგ აჭარა და იმერეთი. 

უცნობია, რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მთავრობის ადმინისტრაციაში მონაცემები ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით არ ცხადდება.

იმერეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 4155 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 094 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 31 370


Print