კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსი 368 ადამიანს დაუდასტურდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში ვირუსი 368 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი

ამ მონაცემებით, იმერეთი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა.

უცნობია, რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მთავრობის ადმინისტრაციაში მონაცემები ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით არ ცხადდება.

რაც შეეხება ვირუსის ქვეყნის მასშტაბით გავრცელებას, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 2 289 პირი; გარდაიცვალა 20.

სულ ქვეყანაში კოვიდ-19-ის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. ჯამში გამოჯანმრთელებულია 33 459 ადამიანი. ვირუსით დაიღუპა 401 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საკარანტინე სივრცეში 3 160 პირი.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.




Print