ახალი ამბები
დამატებითი რესურსის მობილიზება - რა ხდება ქუთაისის კოვიდკლინიკებში
FaceBook
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო, რომელიც პანდემიის დღიდან კოვიდთან ბრძოლაშია ჩართული,  მედპერონალის მისაღებად ვაკანსიებს აცხადებს.

კლინიკა - "ლჯ" და "ლჯ და კომპანიას" დამატებით ესაჭიროება ექთანი, ექთნის დამხმარე, რეინჯერი და სანიტარი.


"ქვეყანაში შექმნილი ეპიდმდგომარეობის გამო, "ლჯ და კომპანია" ყოველდღიურად უამრავ კოვიდდადასტურებულ პაციენტს ემსახურება. ჩვენი მედპერსონალი თავდაუზოგავად შრომობს პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. მომართვიანობის გაზრდის გამო, კლინიკას რესურსი სჭირდება", - ნათქვამია კლინიკის მიერ გაკეთებულ განცხდებაში.


სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ კოვიდპაციენეტების  ყოველდღიურად გაზრდილი მომართვიანების გამო, კლინიკაში არსებული რესურსი საკმარისი არ არის.  კლინიკის   საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურში არ აკონკრეტებენ რომელ პოზიციაზე რამდენი თანამშრომელი სჭირდებათ. 

"რამდენიც გამოჩნდება, ავიყვანთ ყველას", - განმარტავენ კლინიკაში.  

ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო "ლჯ და კომპანია" კოვიდინფექციასთან ბრძოლაში პანდემიის გამოცხადების დღიდან ჩაერთო. კლინიკამ ამ ხნის განმავლობაში 1000 -მდე პაციენტი მიიღო, ხოლო 300-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის მკურნალობას 76 პაციენტი გადის. 

ახალი ინფექციური საავადმყოფოსგან განსხვავებით, მედპერსონალის  სიმცირეს არ უჩივიან ქუთაისში სხვა  სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც კოვიდპაციენტებს იღებენ. 

"ბომონდი"  კოვიდთან ბრძოლაში,  დაახლოებით,  ერთი თვეა რაც  ჩაერთო. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მედდების სიმცირე არ აქვთ. შესაბამისად, მათ დამატებას ამ ეტაპზე არც განიხილავენ. სამედიცინო დაწესებულებაში, კოვიდცენტრად მუშაობის პერიოდში.

კლინიკას ჯამში 250-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.



"საჭიროების შემთხვევაში სტუდენტებს დავიმატებთ", - ამბობენ  ქუთაისის კიდევ ერთ კოვიდკლინიკა "უნიქალმედიში". სამედიცინო ცენტრმა კოვიდპაციენტების მიღება ერთი თვის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში 59 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ამ ეტაპზე ქუთაისში კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში ექვსი კლინიკაა ჩართული. მათი უმეტესობა ამ პროცესში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ქვეყანაში  ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. 


ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების გამო,  არასაკმარისი აღმოჩნდა მედპორსანალის  რესურუსი, მით უფრო, როცა  მათი დაინფიცირების შემთხვევებმაც იმატა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, პროცესში  სამედიცინო  კურსის სტუდენტებიც ჩაერთო.  

ავტორი: ანა ჯიქია

Print