კორონავირუსი
ქუთაისში კოვიდინფექციით 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში კოვიდინფექციით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახი  მთავრობას ადანაშაულებს.
ოჯახის ინფორმაციით, 26 წლის გოგოს კორონავირუსი ქონდა და ის კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს. გარდაცვლილის დედის თქმით, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს.

"ამ ხნის განმალვლობაში ცხელ ხაზზე ვრეკავდით და გვეუნებოდნენ, რომ ადგილები არ იყო ქუთაისის კოვიდკლინიკებში", - ამბობს გარდაცვლილის დედა. 

პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ აწუხებდა. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოულოდნელად დამძიმდა და ხანგრძლივის მცდელობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

ოჯახი აცხადებს, რომ  პასუხი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღეს, ასევე ამბობენ, რომ  რომ ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და არც დაკრძალვის შემდეგ მომხდარა დეზინფექცია.

საქართველოში ბოლო 24 საათის  განმავლობაში 20 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.





Print