კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში, ბოლო 24 საათის განმავლობაში  კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ მონაცემებით იმერეთის მუნიციპალიტეტი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა.

უცნობია, რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მთავრობის ადმინისტრაციაში მონაცემები ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით არ ცხადდება.

იმერეთის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იმყოფება 2 889.

დღე-ღამის განმავლობაში,ქვეყნის მასშტაბით  გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა.

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 44 522 შემთხვევა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print