კორონავირუსი
იმერეთში COVID-19-ის 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მიუხედავად იმერეთში ვირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"1 550 ტესტიდან დადებითია 388 არის დადებითი. ეს არის უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტები. საწოლფონდი გაიზარდა და დღეის მდგომარეობით 900-მდეა კოვიდკლინიკებში,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთის მასშტაბით ვირუსის გამო თვითიზოლაციაში 4 ათასამდე ადამიანი იმყოფება.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 35567-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი და საერთო რაოდენობა 16904-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 273-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print