კორონავირუსი
ბაღდათის სასწრაფოში, რომლის ექიმიც კორონავირუსით გარდაიცვალა, არც ერთი პირი იზოლაციაში არ იმყოფება
FaceBook
ბაღდათში, სასწრაფო დახმარების ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ცენტრში, რომლის ექიმიც კორონავირუსით გარდაიცვალა, არც ერთი პირი იზოლაციაში არ იმყოფება. გადაუდებელი დახმარების ბაღდათის ფილიალის მენეჯერი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტი სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენილი.

თეა გოგნაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მედპერსონალი ყოველ სამ დღეში ერთხელ იტესტება და არც ერთ მათგანს ვირუსი არ დადგენია.

"27 თანამშრომელი გვყავს ფილიალში და ყველა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ჩვენ ყოველ სამ დღეში ვმოწმდებით ვირუსზე და ყველა ჯანმრთელი ვართ. გარდა ამისა, როცა მსგავსი სირთულეები იქმნება, სხვა მუნიციპალიტეტების სასწრაფოს ბრიგადები გვეხმარებიან, ასე რომ რესურსის პრობლემა არ არის".

27 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების ბაღდათის ფილიალის მორიგე ექიმი, 45 წლის ნათია მსხვილიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. პაციენტი ჭარბწონიანობის გამო რისკ ჯგუფში შედიოდა.



Print