კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 320 ახალი შემთხვვა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ მონაცემებით იმერეთის მუნიციპალიტეტი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა.

უცნობია, რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მთავრობის ადმინისტრაციაში მონაცემები ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით არ ცხადდება.

საქართველოში ბოლო 24 საათის  განმავლობაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

უცნობია, რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მთავრობის ადმინისტრაციაში მონაცემები ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით არ ცხადდება.

გამოჯანმრთელდ 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4022 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2344 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print