კორონავირუსი
Ბაღდათში სასწრაფო სამედიცინოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
FaceBook
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადასტურებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

45 წლის ქალი ვირუსზე თბილისში კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.ის ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა და მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტი გარდაიცვალა.

იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსს სულ ქვეყანაში 238 ადამიანი ემსხვერპლა.
Print