ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსისგან 1262 ადამიანი გამოჯანმრთელდა
FaceBook
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 1262 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 12632-ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შესაბამისად, 32 127-მდე გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 238 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოორნავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




Print