კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ მონაცემებით, რეგიონი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა.

უცნობია, რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მთავრობის ადმინისტრაციაში მონაცემები ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით არ ცხადდება.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოორნავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32127- ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12632-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3757 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3847ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2249- ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print