კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოორნავირუსის 1824 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 32127 შეადგინა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12632-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3757 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3847ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2249- ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print