ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge -ზეა განთავსებული.

ქვეყანაში, ამ დროისთვის  კორონავირუსის 30303 დადასტურებული შემთხვევაა.

დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა  603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. 

კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 215-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print