ახალი ამბები
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 10767-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა რაოდენობა 28431-ს შეადგენს.

გარდაიცვალა კიდევ რვა პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 201 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.






Print