ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში კორონავიორუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

უცნობია იმერეთის რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ვირუსი.

შემთხვევათა რაოდენობით ლიდერობს თბილისი, შემდეგ აჭარა და იმერეთი.

იმერეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 3741 პირი.

საქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

სულ საქართველოში კორონავირუსის 26503 შემთხვევაა დადასტურებული.


Print