კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში  გამოჯანმრთელდა  412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 10 163-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს შეადგენს.

სულ საქართველოში კორონავირუსის 26503 შემთხვევაა დადასტურებული.
Print