კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 356 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 356 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ თბილისში საკორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადეს.

უცნობია დაფიქსირებული შემთხვევიდან რამდენია ქუთაისში და სხვა რეგიონებში.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში გამოჯამრთელდა 350 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 5.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9751.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსის 14 421 აქტიური შემთხვევაა. მძიმეა 397 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 82 პირი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24562-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print