ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: "პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი"
FaceBook
უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი,

- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სულ მცირე წელიწადნახევარი საზოგადოებას კოვიდთან ერთად ცხოვრება მოუწევს.


"ჩვენ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, ხშირად მეკითხებიან რამდენია ეს კარგა ხანს? და ჩემი პასუხია: სულ მცირე წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში და დიახ, პირბადე უნდა გვქონდეს სახეზე. ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი მედიცინამ ვერ გამოიგონა. ეფექტურობა ცნობილია, ამ პირბადის - ჩვენ, როდესაც გვიკეთია, გავრცელების მაჩვენებელი 50-დან 70%-მდე მცირდება, ხოლო ორი ადამიანის ურთიერთობის დროს გადადების რისკი 90%-ით მცირდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 178.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print