ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

უცნობია, კორონავირუსის  ახალი შემთხვევები იმერეთის რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.სულ საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print