კორონავირუსი
ქუთაისში 15 საჯარო სკოლა სრულ დისტანციურ სწავლაზე გადავიდა
FaceBook
ქუთაისის სკოლებში კორონავირუსის დაფიქსირების  გამო 38 საჯარო სკოლიდან 15  საგანმანათლებლო დაწესებულება სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.


ესენია: 1-ლი, მე-3, მე-9, მე-10, მე-13, მე-17, 21-ე, 29-ე, 31-ე, 34-ე,36-ე, 37-ე, 41-ე, 15-ე და ნიკო ნიკოლაძის სკოლა ლიცეუმი.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ დღეს შესაძლოა ეს რაოდენობა მომდევნო დღეები კიდევ უფრო გაიზარდოს. 

"დღეს გაირკვევა 7-ე საჯარო სკოლაშიც შეწყდება თუ არა სწავლება", - ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. 

კორონავირუსი პირველად ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ერთდროულად 21 თანამშრომელი დაინფიცირდა.

დღეს იმერეთში კორონავირუსის  99 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 60 -მდე ქუთაისს უკავშირდება. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. საჯარო სკოლის მოსწავლეებს. დისტანციურ სასწავლო პროცესზე სამი კლასის მოსწავლეები გადავიდნენ,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Print