კორონავირუსი
იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 211 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით,


კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისს უკავშირდება, ხოლო აჭარას 343. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„სულ ქვეყანაში დარეგისტრირებულია კოვიდინფიცირების 17477 შემთხვევა, ამჟამად გამოჯანმრთელებულია 8060. გუშინ გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი. შესაბამისად, აქტიური შემთხვევა არის 1172.

განაწილება ასეთია: ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 471, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია - სამეგრელო ზემო - სვანეთში არის 45, შიდა ქართლში 37, ქვემო ქართლში 39, გურიაში 18, სამცხე-ჯავახეთში 14, მცხეთა-მთიანეთში 13 და კახეთში 11“, - განაცხადა ენდელაძემ.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print