კორონავირუსი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა

და მათი საერთო რაოდენობა 8060-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 136-ს შეადგენს.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





Print