კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 198 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 198 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

წინა დღეებთან შედარებით რეგიონში კორონავირუსისის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ ვირუსის 104 შემთხვევა იყო დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს.

გარდაიცვალა კიდევ 11 პაციენტი და ამ დროისთვის მათი რაოდენობა ჯამში 124-ია.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print