ახალი ამბები
უმაღლეს სასწავლებელებში სწავლის აუდიტორიებში განახლების თარიღი არ იცვლება
FaceBook

19 ოქტომბერს უმაღლეს სასწავლებლებში აუდორიებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირების გადაწყვეტილება არ იცვლება.


ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლის რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალაში რჩება. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელი არაა, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში ჩაატარონ," - განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო სასწავლო პროცესის დაწყების დრო და ფორმატი უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრამდე შეიცვალა.

ლექციები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

Print