ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა შემცირდა.

გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი  68 მოქალაქეს დაუდასტურდა.  იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ვირუსის გამო შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსზე 1459 ადამიანი შემოწმდა. აქედან 104-ს ვირუსი დაუდასტურდა. 68 არის ქუთაისის შემთხვევა.  სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო.  ვაკონტროლებთ კონტაქტებს,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, ვირუსის ახალი შემთხვევები იმერეთის მასშტაბით  სკოლებსა და ბაღებშიც დაფიქსირდა.

,,იმერეთის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები ჯამში 18-მდე სკოლაშია დადასტურებული. ეს არის ძირითრადად არსებულ კლასტერებთან კონტაქტები. ვირუსი იმერეთის მასშტაბით 10-მდე ბაღშია დაფიქსირებული, ქუთაისში საგანგაშო მდგომარეობა არ გაქვს, საგანგაშო მდგომარეობა არის ბაღდათში,"- განაცხადა შალამბერიძემ.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს არ დაუკონკრეტებია ის სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებები, სადაც ვირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. განაცხადა, რომ თავს შეიკავებს, რადგან ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ყველა შემთხვევა ეპიდემიოლოგების მიერ კონტროლდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი.
Print