კორონავირუსი
იმერეთში კოპრონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური სააავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

იმერეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

კლინიკა თერჯოლამედის დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 83 წლის ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მას თანმდევი დაავადებები ქონდა და მდგომარეობა მძიმე იყო.

პაციენტი თერჯოლის მკვიდრია. კლინიკა რამდენიმე დღეა კოვიდცენტრად გადაკეთდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებულია 14 440 შემთხვევა, აქედან 7367 განიკურნა.

Print