ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევიდან 101 ქუთაისში გამოვლინდა.
ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი შემთხვევები უკვე არსებულ კლასტერებთან კონტაქტებს უკავშირდება და ინფიცირების ახალი წყაროები არ გამოვლენილა.

,,ქუთაისის შემთხვევა არის 101, საიდანაც ყველა მიმართულებით ვაკონტროლებთ სიტუაციას, მიუხედავად რაოდენობის ზრდისა. ეს არის უკვე ინფიცირებულებთან კავშირები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები ან თანამშრომლები,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისში კოვიდ კლინიკებში დაახლოებით 450 ადამიანი მკურნალობს,150-მდე მოქალაქე კოვიდ სასტუმროებშია განთავსებული, მხოლოდ ქუთაისში კი თვითიზოლაციაში დაახლოებით 1100 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13521 -ს შეადგენს.

კორონავირუსისგან 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 109-მდე გაიზარდა. გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა იმერეთის რეგიონში.

ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარში კი 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1393 მოქალაქე.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Print