ახალი ამბები
ქუთაისის კოვიდკლინიკებში კორონავირუსით შვიდი ახალი პაციენტი მოათავსეს
FaceBook
ქუთაისში კორონავიორუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა შვიდით გაიზარდა.


აქედან ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგონოზით  სამი ახალი პაციენტი მოათავსეს. ჯამში კლინიკაში ვირუსზე 58 პაციენტი მკურნალობს,აქედან ორი კრიტიკულად მძიმეა, რვა კი სტაბილურად მძიმე. ქუთაისის ინფექციური კლინიკა ჯამში 154-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტი მიიღეს. ჯამში კლინიკაში  87 პაციენტი მკურნალობს აქედან, 12 ბავშვი და 9 ორსულია.

ამავდროულად სამედიცინო დაწესებულება გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა დატოვეს. გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი ბავშვი, ერთი ზრდასრული და ერთი ორსულია. კლინიკაში 130 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 


იმერეთში ვირუსით ინფიცირების 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13521 -ს შეადგენს.

კორონავირუსისგან 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 109-მდე გაიზარდა. გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა იმერეთის რეგიონში.

ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარში  კი 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1393 მოქალაქე.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.




Print