ახალი ამბები
იმერეთში COVID-19-ის 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კრორონავირუსის ახალი 150 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. ქუთაისში, კოვიდკლინიკების ინფორმაციით, ვირუსით ინფიცირებული შვიდი ახალი პაციენტი მიიღეს. 

საქართველოში, ბოლო 24 საათში, 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13521 -ს შეადგენს.

კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 109-მდე გაიზარდა. დღეს, გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა იმერეთის რეგიონში. 

ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარში  კი 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1393 მოქალაქე. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print