ახალი ამბები
იმერეთში დღეს კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით,

დღეს 569 ახალი შემთხვევიდან 207 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 168 კი თბილისში. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

"აჭარაში 207 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თბილისში - 168 , იმერეთში -117 შემთხვევა დადასტურდა, გურიაში -8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5 შემთხვევა გვაქვს , სამეგრელო და ზემო სვანეთში - 24, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1393 პირი

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

Print