ახალი ამბები
კორონავირუსი წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა
FaceBook
წყალტუბოში კორნავირუსი მესამე საჯარო სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ჯამში ვირუსი სამ საჯარო სკოლაში დაფიქსირდა.

"აქამდე ორ საჯარო სკოლაში იყო დაფიქსირებული ვირუსი, ეს არის სოფლების, საყულიასა და ახალი საყულიას სკოლები. ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლაში და ველოდებით ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, რომ ამის მიხედვით გადაწყდეს სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმატი,"- განაცხადა წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა.

კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი წყალტუბოს სკოლებში, ისევე როგორც მთელ ქვეყანის მასშტაბით, მიმდინარე წლის მარტში შეწყდა. 15 სექტემბერს კი, მოსწავლეები საკლასო ოთახებში სრულად დაბრუნდნენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 40 საჯარო სკოლაა.

კორონავირუსის გამო ქუთაისში სრულად დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე 38 საჯარო სკოლიდან ექვსი გადავიდა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ვირუსის ახალი შემთხვევები  მეცხრე, მეათე, მეცამეტე და პირველ საჯარო სკოლებში დაფიქსირდა. ოთხივე სკოლაში თითო პედაგოგია ინფიცირებული.
Print