ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში გასული დღე-ღამის ღამის განმავლობაში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლებიც არიან.

"ინფიცირებულთა შორის არიან, სამწუხაროდ, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ტყიბულის სკოლაში გუშინ გამოვლინდა, წყაალტუბოს სკოლებში და ქუთაისის რამდენიმე სკოლაშია დადასტურებული.  ყველა სასწავლო დაწესებულება არის გადასული ონლაინ სასწავლო პროცესზე, ახლო კონტაქტები გადასული არიან კარანტინში,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, იმერეთის რეგიონში კორონავირუსის  ახალი შემთხვევების გამო ზომების გამკაცრება არ იგეგმება. 

საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 12 272-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 211 ადამიანი. გამოჯანმთელებულთა საერთო რაოდენობამ 6538 შეადგინა.

კარანტინის რეჟიმშია 5590 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. კოვიდ სასტუმროში იმყოფება 1393 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გარდაიცვალა 91 ადამიანი.


ავტორი: ანა ჯიქია
Print