ახალი ამბები
იმერეთში COVID-19-ის 117 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში გასული დღე-ღამის ღამის განმავლობაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

ახლადგამოვლენილი შემთხვევებიდან რამდენია ქუთაისის შემთხვევა და რომელ კლინიკებში არიან გადანაწილებული პაციენტები, უცნობია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გარდაიცვალა. 

აქედან ერთი,ასაკოვანი მამაკაცი, ქუთისში, ინფქციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.   კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მამაკაცის გადარჩენა თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.



საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა  რაოდენობა 11 794-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6327 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში - 836 ადამიანი,  კოვიდ სასტუმროში კი1393.

მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მამაკაცის გადარჩენა თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა.
Print