ახალი ამბები
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook
ქუთაისში, ახალ ინფქციურ საავადმყოფოში, კორონავირუსისგან რვა პაციენტი განიკურნა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ  შვიდი ახალი პაციენტი მიიღეს, რომელთაგან კრიტიკულად მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა, ხოლო ერთი პაციენტი გარდაიცვალა.  

"ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მე-3 პაციენტი დაიღუპა. 68 წლის მამაკაცს სიმსივნური დაავადება ქონდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე,დაავადების მძიმე მიმდინარეიბის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის 68 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.  სამედიცინო დაწესებულება ჯამში, 136-მა  გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

იმერეთის რეგიონში გასული დღე-ღამის ღამის განმავლობაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გარდაიცვალა. 

აქედან ერთი,ასაკოვანი მამაკაცი, ქუთისში, ინფქციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.   კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მამაკაცის გადარჩენა თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.



საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა  რაოდენობა 11 794-ს შეადგენს.


გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6327 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში - 836 ადამიანი,  კოვიდ სასტუმროში კი1393.

Print