კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 68 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა.

რამდენია აქედან ქუთაისის შემთხვევა და რომელ კლინიკებში არიან გადანაწილებული პაციენტები,  უცნობია. უცნობია,ასევე, დადგენილია თუ არა მათი ინფიცირების წყაროები.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ვირუსის სულ 4672 აქტიური შემთხვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტში კოვიდ 19-ზე სწორედ ამდენი ადამიანი მკურნალობს. მათგან  60  კრიტიკულია, 59 პაციენტი  მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 10225 -ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 5235-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანია.

კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1338-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 63 ადამიანი გარდაიცვალა.
Print