კორონავირუსი
თერჯოლაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook
''თერჯოლამედში''  , კორონავირუსით 88 წლის ქალი გარდაიცვალა.
კლინიკის დორექტორი დავით სარიშვილის აცხადებს, რომ ქალი ბათუმიდან გუშინ შეიყვანეს და გარდაცვალება ცხრა საათში დაფიქსირდა.

''გარდაცვლილს  ფსიქიკური პრობლემები ქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო ''

ექიმის თქმით, პაციენტს რამდენიმე თანმდევი დაავდება ჰქონდა.

ამ დროისთვის კლინიკაში სამი პაციენტო ჰყავთ.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9753-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 348 -ით მოიმატა და საერთო რაოდენობა 5235 გახდა.
Print