კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9753-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა  348 პაციენტით მოიმატა  და საერთო რაოდენობა 5235-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 230-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 62 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


Print