კორონავირუსი
სამტრედიაში კორონავირუსი სასწრაფოს მძღოლს დაუდასტურდა
FaceBook
სამტრედიაში კორონავირუსი სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს დაუდასტურდა.

დაინფიცირებულ მამაკაცს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მას კოვიდ 19 გეგმიური ტესტირების დროს დაუდასტურდა.

სასწრაფოს მედპერსონალი და ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფება.

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 59 პირს დაუფიქსირდა.
Print