კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში  კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯამში, ვირუსი  9245 ადამიანს აქვს დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი  268 - მდე გაიზარდა  და საერთო რაოდენობამ 4887  შეადგინა.

ქვეყანაში კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print