ახალი ამბები
დღეიდან I-დან VI კლასის მოსწავლეები სწავლას სკოლებში გააგრძელებენ
FaceBook
დღეიდან ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდისა და თბილისში I-დან VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ.

განათლების სამინისტოს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი კვალავ ონლაინ რეჟიმში გრძელდება  მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის.

ქუთაისის საჯარო სკოლებში  წელს 2 791 პირველკლასელი წავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ტრადიციულად ყველა პირველკლასელს წიგნები და კომპიუტერები გადაეცა.

კორონავიურსის პრევენციის მიზნით, მოსწავლეთა კლასში განთავსება ერთმეტრიანი დისტანციით მოხდა. ასევე, მოეწყო  ე.წ. ცხელების ოთახი, სადაც თერმოსკრინიგისას დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის მქონე პირებს, მოსწავლეებს ან პედაგოგების დაყოვნება მოხდება. 



ცხელების ოთახი ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლაში

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ამ ეტაპზე დაფინანსება ქუთაისში 8 სკოლას გაეზარდა, დანარჩენმა სკოლებმა კი თანხის მობილიზება თავად უნდა გააკეთონ.

ქალაქში სასწავლო პროცესის განახლება მას შემდეგ გადაიდო, რაც კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და 10 სექტემბერს #32 -ე საჯარო სკოლაში ვირუსი ერთდროულად 21 პედაგოგს დაუდასტურდა.

ავტორი : ანა ჯიქია


Print