ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-ით გაიზარდა.

უცნობია რამდენია აქედან ქუთაისში. ბოლო რამდენიმე დღეა ადგილობრივ მედიას ამის შესახებ ინფორმაციას აღარ აწვდიან. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ჯამში საქართველოში ვირუსით ინფიცირების  488 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 299.

კლინიკებში 3155 პაციენტი მკურნალობს. მათგან კრიტიკულად მძიმეა 35, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 33 პირი. 9 პაციენტია გადმოყვანილი აფხაზეთიდან. 

კარანტინის რეჟიმშია 5392, სტაციონარში იმყოფება 836,  ხოლო კოვიდ სასტუმროებში 1100 პირი. უცხოეთიდან გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Print