ახალი ამბები
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა, ოთხივე მათგანი ქუთაისიდანაა.
ინფიცირებულებიდან ორი მოზრდილი და ორი ბავშვია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

" ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 57 პაციენტი, აქედან 17 ბავშვი 40 მოზრდილი. ველოდებით განმეორებით პასუხებს, თუ უარყოფითი მოვიდა, რამდენიმე მათგანი კლინიკას დატოვებს. მძიმეა ოთხი პაციენტი, მათგან ორი კრიტიკულად მძიმე",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.






Print