კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი განიკურნა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3120 ადამიანია.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 37-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 869-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


Print