ახალი ამბები
დღეს, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ინფიცირებული შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.

" 24 საათის განმავლობაში ახალი პაციენტები არ მიგვიღია. გვყავს 7 გამოჯანმრთელებული, მათ კლინიკიდან დღეს გავწერთ", - ამბობს მაღლაფერიძე.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 53 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას.


კლინიკა ჯამში 110-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
Print