კორონავირუსი
საჩხერეში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით 34-ე  პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პაციენტი 65 წლის მამაკაცია და ის  საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადიოდა მკურნალობის კურსს.

კლინიკის ხალმძღვანელის თქმით, გარდაცვლილი პაციენტი ქუთაისიდან 26 სექტემბერს გადაიყვანეს საჩხერის სამედიცინო ცენტრში.

"მას ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი აღენიშნებოდა. ასევე, აღენიშნებოდა რენდგენოლოგიურად მსუბუქი პნევმონია", - განმარტავს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძემ.


დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

კლინიკისთვის კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტია.

იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  
Print